დამოუკიდებელი ექსპერტი: „გვამური მოვლენების გამო“ თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელი იყო

23 Jul 2020 22:08

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ მიწვეული დამოუკიდებელი ექსპერტის, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად საჭიროა კვლევების ჩატარება, რისთვისაც უკვე აღებულია ნიმუშები.


„წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის ხანდაზმულობა 3-დან 7 დღემდეა. სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები. ამ ექსპერტიზისათვის აღებულია ნიმუშები. ზედაპირული ხასიათის ტრავმული დაზიანებები, სისხლნაჟღენთები ან სხვა სახის დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელი იყო შორს წასული გვამური მოვლენების გამო“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. 



კომენტარები:

ფართი შოპი