ვებინარები მოხალისეობის საკითხებზე საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით

24 Jul 2020 00:51

არასამთავრობო ორგანიზაციამ "ჰელფინგ ჰენდი" გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, დაიწყო მასშტაბური მოხალისეობრივი პროექტი ახალგაზრდებისთვის COVID19-ის გამოწვევების საპასუხოდ.


პროექტის ფარგლებში, 24 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, მოხალისეობის საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, გაიმართება ვებინარები შემდეგი პროგრამით:


  • ახალგაზრდული მოხალისეობის სარგებელი - 24 ივლისი, 16:00 საათი;
  • მოხალისეობის საერთაშორისო გამოცდილება - 31 ივლისი, 16:00 საათი;
  • მობილიზების მეთოდები და მოტივაცია - 7 აგვისტო, 16:00 საათი;
  • სამოქალაქო აქტივიზმი და მოხალისეობა - 21 აგვისტო, 16:00 საათი;
  • ონლაინ-მოხალისეობის მნიშვნელობა - 4 სექტემბერი, 16:00 საათი.


ვებინარებს ჩაატარებენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ამჟამად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ და აქვთ მოხალისეობის საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ვებინარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართება, მონაწილე ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ საკუთარი აზრი გაუზიარონ მომხსენებლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო შეკითხვები.


ვებინარებზე დასწრების მსურველები, ღონისძიების დაწყებამდე, აუცილებელია დარეგისტრირდნენ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:


https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeNBZqhPjJYjlXkZwPvYVD2H2Nx5hNpjjZaUxGbbu0KGs8hdA/viewform?fbclid=IwAR3Pk0DUcYIvumn_xDjijI76is-29OdR4HmRIQb0TtdV9UQ7SmIlBj1rDs8



კომენტარები:

ფართი შოპი