დღეიდან ლილოს ბაზრობაზე კორონავირუსზე გაფართოებული კვლევა დაიწყება

24 Jul 2020 12:14

დღეიდან ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი PCR ტესტირება დაიწყება. გამოიკვლევენ დაახლოებით 200-მდე დასაქმებულს. 


ბოლო დღეებში, ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევისას, ლილოს ბაზრობაზე დასაქმებულებთან კავშირები გამოვლინდა. უფრო კონკრეტულად, გუშინ იქ 30-მდე ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან ოთხს კორონავირუსი დაუდასტურდა. სწორედ ამის გამო მიიღეს გადაწყვეტილება, ლილოს ბაზრობაზე ჩატარდეს ფართომასშტაბიანი PCR სკრინინგი.


პირველ რიგში ესენი იქნებიან ინფიცირებულთან კონტაქტები და ბაზრობაზე მათ გვერდით მომუშავე ადამიანები. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს საქმიანი შეხვედრა ბაზრობის ადმინისტრაციასთან. გამოიყო ადგილი, სადაც ორი ბრიგადა იმუშავებს და აიღებს ბიოლოგიურ ნიმუშებს. 



კომენტარები:

ფართი შოპი