718 დაღუპული და 8 438 დაინფიცირებული - მექსიკაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

24 Jul 2020 13:00

მექსიკაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 8 438 ადამიანს დაუდასტურდა.


ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მექსიკაში კორონავირუსის 370 712 შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო ერთ დღეში მექსიკაში „კოვიდ-19“-ს 718 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი, გარდაცვლილთა რიცხვი 41 908-ს აღწევს.


მექსიკის მთავრობაში აცხადებენ, რომ ინფიცირების რეალური რიცხვი ოფიციალურ დადასტურებულ შემთხვევებს სავარაუდოდ მნიშვნელოვნად აჭარბებს.



კომენტარები:

ფართი შოპი