მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან რვა ლილოს ბაზრობაზე დაფიქსირდა

24 Jul 2020 13:38

თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რვა ლილოს ბაზრობაზე დაფიქსირდა.


„ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ 1104-ს შეადგენს, ასევე გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 912 გახდა. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში 214 ინფიცირებული მკურნალობს.

19 პაციენტის კონფიგურაცია კი, ასეთი გახლავთ: რვა შემთხვევა არის ლილოს ბაზრობიდან; ხუთი შემთხვევა  – გაჩიანიდან; ორი შემთხვევა შემოტანილია, იმპორტირებული, აქედან ერთ-ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია; ერთი შემთხვევა გახლავთ სამედიცინო პერსონალი და სამ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი