მარინა ეზუგბაია: ინფექციურ კლინიკაში სამი მძიმე პაციენტი გვყავს

24 Jul 2020 14:01

კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგაბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 38 კოვიდინფიცირებულიდან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. 


„ჩვენთან ინფექციურ საავადმყოფოში იყო 30 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ გამოჯანმრთელებული არ გვყოლია. შემოვიდა რვა ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამ რვა ახალი დადასტურებულიდან ხუთი გახლავთ ლილოს ბაზრობის წყარო; ორი გაჩიანი და ერთი სამედიცინო პერსონალი. ინფექციური საავადმყოფოს 38 პაციენტში რჩებოდა ორი მძიმე პაციენტი და დაგვემატა გუშინდელი შემოსულიდან კიდევ ერთი ახალი მძიმე პაციენტი. თუმცა სამივე პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში არ უარესდება და სტაბილურია“, – განაცხადა მარინა ეზუგაბაიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი