გიორგი კვარაცხელია: ლილოს ბაზრობაზე ჯერჯერობით შეზღუდვები არ მოიაზრება

24 Jul 2020 15:33

ლილოს ბაზრობის გენერალური დირექტორის გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, ჯერჯერობით ლილოს ბაზრობასთან დაკავშირებით შეზღუდვების დაწესება არ მოიაზრება.


„იცით, რომ ტერიტორიული სიახლოვე გვაქვს იმ რაიონთან, სადაც ახლა ინფიცირებულთა რაოდენობამ იმატა. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, ყველა შესაძლო გეოგრაფიული კონტაქტის გამოკვლევა მოხდეს. შემდგომ გაგრძელდება იმის მიხედვით, რასაც ეპიდემიოლოგიური მუშაკები გადაწყვეტენ. ჯერჯერობით შეზღუდვები არ მოიაზრება, რადგან გამკაცრდა კონტროლი, როგოც ყველა მიმართულებით, მეწარმეების მიმართულებით. დღესაც ექვსი ჯგუფია შესული, ვინც შეამოწმებს მეწარმეებს და მერე თუ იქნა საჭირო, სანქციასაც გამოიყენებს. როგორც ვიცით, გუშინ 30 ტესტი აიღეს, ეს არის უშუალოდ აი იმ ერთ-ერთი ინფიცირებულის ირგვლივ და როგოც ვიცი, ოთხს დაუდასტურდა. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც იქნება საჭირო“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.


19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობაზეა გამოვლენილი.



კომენტარები:

ფართი შოპი