პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო სიას ძლიერი კადრებით დააკომპლექტებენ.
„რასაკვირველია, ჩვენს გუნდთან ერთად მეც ვგეგმავ არჩევნებში მონაწილეობას, რაც შეეხება პროპორციულ სიას, უახლოეს მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას.
საარჩევნო სიაში იქნება ჩვენი გუნდის არაერთი გამოცდილი წევრი, ასევე იქნებიან ახალი ადამიანები, რომლებმაც უნდა შემოიტანონ პოლიტიკაში უფრო მეტი ენერგია, პროგრესი, იდეები.
ჩვენ გვაქვს პროაქტიური დღის წესრიგი, ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და რასაკვირველია, სიასაც დავაკომპლექტებთ ძლიერი კადრებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.