კელი დეგნანი: EMORY-ის უნივერსიტეტი გადასცემს ფიზიკური რეაბილიტაციის პროგრამის მემკვიდრეობას ქართველ პარტნიორებს

24 Jul 2020 16:26

აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნაზე განაცხადა, რომ ახალი, მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სამედიცინო-სარეაბილიტაციო კლინიკა არის ის ოცნება, რომელიც კენ ვოლკერს 25 წლის წინ ჰქონდა.


„საქართველოს მთავრობასთან, სამედიცინო დარგის წარმომადგენლებთან, კერძო სექტორთან ჩვენი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია აღნიშნული ობიექტი და პროგრამა, რომელსაც დღეს ვიწყებთ. როგორც სხვებმა ბრძანეს, ეს არის ოცნება, რომელიც კენ ვოლკერს ჰქონდა 25 წლის წინ და ატლანტიდან თბილისში შეიქმნა თანამშრომლობა საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროებში. პარტნიორობა ამ ერთი ობიექტის გარდა, სხვა ბევრი მიმართულებით გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესებაში, ეს არის საუკეთესო ნიმუში, რამდენად კარგად რეაგირებს საქართველოს მთავრობა ამ გამოწვევებზე, მათ შორის, ახალი კორონავირუსის პანდემიაზე. EMORY-ის უნივერსიტეტი გადასცემს ფიზიკური რეაბილიტაციის პროგრამის მემკვიდრეობას ქართველ პარტნიორებს,“ – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.




კომენტარები:

ფართი შოპი