ამირან გამყრელიძე: ყარაჯალაში, მოსახლეობას არ სჯერა, რომ კორონავირუსული ინფექცია არსებობს

24 Jul 2020 17:22

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, კორონავირუსის ტესტირებაზე, მოსახლეობის დამყოლობა დაბალია. 


„ძირითადი მიზეზი მათი წინააღმდეგობის ისაა, რომ არ სჯერათ, რომ ასეთი ტიპის ვირუსული ინფექცია არსებობს. უმრავლესობა ამას ადარებს ჩვეულებრივ სურდოს, გრიპს. მათ არ სჯერათ, რომ კორონავრუსული ინფექცია არსებობს. გარკვეული შიშის მიზეზი ისაა, რომ დაკარგავენ სამსახურს ან იმ ყოველდღიურ სამუშაოს შემოსავალს. ჩვენი სამედიცინო პერსონალი ცდილობს მათ დარწმუნებას“, - განაცხადა გამყრელიძემ.


მისი თქმით, ყარაჯალაში კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავდნენ, მაგრამ ტესტირებაზე მოსახლეობის დაბალი დამყოლობის გამო ეს აუცილებელი გახდა. 


„სამი დღეა მოვახდინეთ მობილიზება სოფელ ყარაჯალაში, რომელიც გაჩიანის დასახლებაში ყველაზე დიდი სოფელია. გვინდოდა, რომ არ ჩაკეტილიყო სოფელი და გაფართოებული ტესტირება გვეწარმოებინა. სამწუხაროდ, არ მოგვეცა ამის საშუალება და დღეს მიღებული იქნა რადიკალური ზომა. დღეს დილიდან ჩაიკეტა ყარაჯალა და იქ მოსახლეობა კარანტინშია. შეაბამისად იქ მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.


ამ დროისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 46 ადამიანს აქვს ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დადასტურებული.



კომენტარები:

ფართი შოპი