ამირან გამყრელიძე: ვითარება არაა საპანიკო, მაგრამ ფრიად საყურადღებოა

24 Jul 2020 17:42

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების მატებაა. 


„19 შემთხვევა იყო დღეს, გუშინწინ 24. თუ ივლისის პირველი ნახევარი მოვდიოდით დღეში 2-დან 4 შემთხვევით, ახლა ეს ციფრი გახდა ორნიშნა. ეს გვიჩვენებს, რომ შემსუბუქების და თვითკმაყოფილების ფონზე მოსახლეობამ შეიქმნა ილუზია, დაიჯერა, რომ ჩვენ კორონავირუსი დავამარცხეთ. ჩვენ ვირუსი არ დაგვიმარცხებია, ის ჩვენ გვერდითაა და ცირკულირებს მოსახლეობაში და სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა დროს წამოყოფს თავს. ვითარება არაა სახიფათო, საგანგაშო და საპანიკო, მაგრამ ფრიად საყურადღებოა. ამიტომ ზომის მიღება აუცილებელია. ამიტომ ჩაიკეტა სოფელი ყარაჯალა. მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება ბაზრობებზე, ასევე სხვა ბაზრობების გაფრთხილება. საჭიროა მეტი ყურადღება, პირბადის ტარების აუცილებლობა. ბაზრობებზე დადიან მეგაფონებით და ყველას აფრთხილებენ, რომ პირბადის ტარება აუცილებელია“, - განაცხადა გამყრელიძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი