გიორგი გახარია: ზოგიერთი პოლიტიკური ძალები კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის

24 Jul 2020 18:00

გამოძიებასთან დაკავშირებით მე ვთქვი ზუსტად ის, რასაც ვამბობდი, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი. ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება, ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამას ვაკეთებდი შსს-შიც. სისტემური განახლება რაც იყო, ეს იყო სწორედ რეფორმების ის მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს და მოგეხსენებათ, რომ ეპიდემიოლოგიური კრიზისი, გლობალური ეკონომიკური კრიზისი ყველაფერი ერთად დაემთხვა, ეს ყველაფერი არის გასაგრძელებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი თემის კომენტირებისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, გამოძიების ფუნქციის გამიჯვნა არის აუცილებელი იმისთვის, რომ გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რასთან დაკავშირებითაც უკვე არსებობს გეგმები, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია და ეს ყველაფერი განხორციელდება.

 

„რა თქმა უნდა, გამოძიების ფუნქციის გამიჯვნა არის აუცილებელი იმისთვის, რომ გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში და ეს ჩვენ კარგად ვიცით, ამაზე გეგმებიც გვაქვს, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია და ეს ყველაფერი განხორციელდება. მე სხვა რამე ვთქვი და აქ ინტერპრეტაციები არ უნდა შევცვალოთ. მე ვთქვი ის, რომ კომუნიკაცია, მაშინ როდესაც მძაფრ პოლიტიკურ პროცესში ვართ და სამწუხაროდ, ისევე როგორც სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იყენებს ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ამ შემთხვევაში კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას ასევე იყენებენ პოლიტიკური პროცესისთვის და ეს შესაძლებლობა რომ არ მივცეთ სხვადასხვა ინტერპრეტირების, რაც ასევე მედიის უფლებაა, ამას არავინ კრძალავს, მე ვთქვი რომ ესეთი სივრცეები არ უნდა დარჩეს, პროაქტიულად მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მედიასაც და ჩვენს მოქალაქეებსაც იმისთვის, რომ სივრცე არ დავტოვოთ ინტერპრეტირებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების პროცესი ჯერ კიდევ დასრულებული არაა. ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ,“ -განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 


კომენტარები:

ფართი შოპი