კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის კლინიკა ყოველწლიურად 3 000 ადამიანს მოემსახურება

24 Jul 2020 18:07

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნას საქართველოში აშშ-ის საელჩო „Twitter“-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.


„ელჩი დეგნანი და პრემიერი გახარია დაესწრნენ ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას. ცენტრი ყოველწლიურად დაახლოებით 3 000 ადამიანს მოემსახურება. კლინიკის სპეციალისტების გადამზადება და ტრენინგი USAID-საქართველოს მეშვეობით დაფინანსდა“, – წერია აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


თბილისში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა დღეს გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დაესწრნენ.



კომენტარები:

ფართი შოპი