თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.
მისივე თქმით, საქმეში არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ცენტრ „ემპათიაში“ ამბობენ, რომ მათი საექსპერტო მონაცემებით, გოგოს ცხედარს ცეცხლნასროლი ან სხვა სახის ჭრილობა არ აღენიშნება. ოჯახი კი, თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.