სინოპტიკოსები საქართველოში 27 ივლისამდე წვიმას ვარაუდობენ

24 Jul 2020 19:33

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.


რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.


ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.



კომენტარები:

ფართი შოპი