ბორის ჯონსონი: ვფიქრობ, მომავალი წლის შუა პერიოდისთვის კორონავირუსის კრიზისს უკან ჩამოვიტოვებთ

24 Jul 2020 19:37

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის კრიზისს, დაახლოებით 2021 წლის შუა პერიოდისთვის დაძლევს.


„საიდანაც უნდა მოსულიყო კორონავირუსი: ღამურადან თუ სხვა რამისგან, ის ძალიან, ძალიან საძაგელი რამ იყო კაცობრიობისთვის. ვფიქრობ, მომავალი წლის შუა პერიოდისთვის კრიზისს უკან ჩამოვიტოვებთ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.


ცნობისათვის, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო გაერთიანებულ სამეფოში რეგულაციები გამკაცრდა. ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დღეიდან მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 297 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 45 554 ადამიანი ემსხვერპლა.



კომენტარები:

ფართი შოპი