დავით სერგეენკო: ალეკო ელისაშვილის რატომ უნდა მეშინოდეს?

24 Jul 2020 19:48

,,ალეკო ელისაშვილის არანაირად არ მეშინია, რატომ უნდა მეშინოდეს?",- ასე უპასუხა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი" საბურთალოს ოლქში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ მმართველ გუნდში მისი ეშინიათ და ამიტომ წარადგინეს საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დავით სერგეენკო.


„თუ ასე მოხდება, რომ ის ღირსეული მეტოქე იქნება და კონკურენციას გაწევს, ღირსეულ მეტოქესთან ყოველთვის ძალიან კარგია პოლიტიკურ ველში ასპარეზობა. თუმცა, შიშით, არც მე და არც ჩემს გუნდს არ შეშინებია მისი, მისი შიშით არ დავუყენებივარ მე“, - აღნიშნა სერგეენკომ.


ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ „ქართლმა ოცნებამ“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად დავით სერგეენკო იმიტომ წარადგინა, რომ მისი შეეშინდა.




კომენტარები:

ფართი შოპი