აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონო ტყვეობიდან გაათავისუფლა

24 Jul 2020 20:16

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონო ტყვეობიდან გაათავისუფლა. 


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ ეს საკითხი ცხელი ხაზის მეშვეობით დაუდასტურეს.


1990 წელს დაბადებული კვირკვია ბუთხუზი, 1987 წელს დაბადებული ლამანძია მიხეილი და 1992 წელს დაბადებული ლამანძია მათე ე.წ. აფახეთოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის იყვნენ დაკავებულები.


სამივე მათგანის წინააღმდეგ აღძრული იყო ე.წ. სისხლის სამართლის საქმე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსის 324 მუხლის მეორე ნაწილით, რაც „პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას“ გულისხმობს.


საქართველოს სამი მოქალაქის დაკავება სოფელ ფახულანის ლანჯისის უბანსა და გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას საზღვართან 7 ივნისს მოხდა. მათ ენგურის ხიდზე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ელოდებიან.



კომენტარები:

ფართი შოპი