მარინა ეზუგბაია: რეგულაციები აუცილებლად უნდა დავიცვათ!

24 Jul 2020 20:27

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე არის ახალი კორონავირუსის შემთხვევები, ეს კი მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს.


„პირებს, რომლებიც ლილოს ბაზრობაზე მუშაობენ, ალბათ გარკვეულ ნაწილს ჰქონდა მოსახლეობასთან კონტაქტი. ჩვენ ვამბობთ, რომ ლილოს ბაზრობაზე არის შემთხვევები. ეს მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს. „კოვიდი“ ქვეყნიდან არ წასულა, ქვეყანაში რჩება, არ აქვს მნიშვნელობა 19 იქნება ახალი დადასტურებული, თუ ერთი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.


მისი თქმით, არსებული რეგულაციები აუცილებლად უნდა შესრულდეს.


„აუცილებელია ხელის ჰიგიენა და პირადი ჰიგიენის მკაცრად დაცვა. თავი უნდა შევიკავოთ თავყრილობებისგან და ჩვენ თვითონ, მოსახლეობამ არ უნდა შევქმნათ ასეთი პრეცედენტები, რომ იყოს რეგულაციისთვის დაშვებულ ადამიანთა რაოდენობაზე მეტი. რეგულაციები შექმნილია ჩვენთვის, რათა დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი საყვარელი ადამიანები და ჩვენი გარშემომყოფები. ამიტომ ყველამ გავითვალისწინოთ და დავიცვათ საკუთარი თავი. ვატაროთ პირბადეები, სადაც აუცილებელია, დავიცვათ დისტანცირება და თავი შევიკაოთ თავშეყრის ადგილებიდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი