დავით სერგეენკო: მათზე უკეთესად ამ საქმეს ვერ გავაკეთებდი

24 Jul 2020 20:36

რასაც აკეთებდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე, მათზე უკეთესად ამ საქმეს ვერ გავაკეთებდი, - ასე პასუხობს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოზე დავით სერგეენკო „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ დასმულ კითხვას, თუ რატომ არ ჩანდა ის პანდემიის პერიოდში საჯაროდ.


„მოკლედ გეტყვით სამუშაოს აღწერილობას, რით ვიყავი დაკავებული. უწყებათაშორის კომისიის მუშაობაში არც საჯარო და არც არასაჯარო სივრცეში მონაწილეობა არ მიმიღია. ჩემი ამოცანა იყო უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების, საერთაშორისო მონაცემების და საერთაშორისო ექსპერტული დასკვნების შეჯერება მინიმუმ კვირაში ერთხელ ან კვირაში რამდენჯერმე, ამ დაიჯესტის ანალიტიკური წერილების მომზადება და მისი მიწოდება პრემიერისთვის.

ბრიფინგებზე უნდა იყოს ძალიან მაღალი დონის ექსპერტი. ის ინფორმაცია, რასაც ამბობ, ძალიან კარგად უნდა იცოდე. იმას, რასაც აკეთებდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე, მე იმათზე უკეთესად ამ საქმეს ვერ გავაკეთებდი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.




კომენტარები:

ფართი შოპი