ჯანმოს ევროპული ბიურო ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებით შეშფოთებულია

24 Jul 2020 21:47

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებით შეშფოთებულია.


„ზოგიერთ ქვეყანაში Covid-19-ის შემთხვევების ბოლოდროინდელი ზრდა ნამდვილად შეშფოთების მიზეზია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით და ყურადღებით აღვადგინოთ შეზღუდვები. იქ, სადაც ახალი კერა გაჩნდება, მათი კონტროლი უნდა განხორციელდეს სწრაფი და გამიზნული ჩარევის საშუალებით“, - განაცხადა ჯანმოს ევროპული ბიუროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


აღსანიშნავია, რომ ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო 206 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.



კომენტარები:

ფართი შოპი