კორონავირუსით ინფიცირებულმა მელ გიბსონმა ერთი კვირა კლინიკაში გაატარა

24 Jul 2020 22:13

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი მელ გიბსონი ახალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. 

წარმოშობით ავსტრალიელმა, 64 წლის გიბსონმა, აპრილში ერთი კვირა კლინიკაში გაატარა.


„კოვიდ-19“ მას ტესტის ჩატარების შემდეგ დაუდგინდა.


„საავადმყოფოში ყოფნის დროს გიბსონი „რემდესივირით“ მკურნალობდა. შემდეგ ტესტებმა არაერთხელ აჩვენეს უარყოფითი პასუხი, ასევე გიბსონს დაუდასტურდა ანტისხეულების არსებობაც“, – განაცხადა მსახიობისა და რეჟისორის წარმომადგენელმა.


წყარო - 1TV.GE


კომენტარები:

ფართი შოპი