ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 1 178 აამიანი ემსხვერპლა

25 Jul 2020 12:10

ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 55 891 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 343 366-მდე გაიზარდა.


24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსს 1 178 ადამიანი ემსხვერპლა და ვირუსით გარდაცვლილთა ჯამურმა რიცხვმა 85 385 შეადგინა.


ცნობისათვის, გასული შვიდი დღის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 300 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.



კომენტარები:

ფართი შოპი