კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

25 Jul 2020 13:23

საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1117-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 5-ით გაიზარდა და 917-ს შეადგენს.


უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6 186 მოქალაქე იმყოფება.



კომენტარები:

ფართი შოპი