მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია

25 Jul 2020 14:05

საქართველოში კორონავირუსი 2 სამედიცინო პერსონალს დაუდგინდა,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარიან ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.


„24 საათში საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაგვემატა და არის 1117 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი იყო 912, დაგვემატა 5 და გახდა 917. კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 222 ადამიანი. 13 პაციენტიდან 3-ის ინფიცირების წყარო არის ლილოს ბაზრობა, ერთის ინფიცირების წყაროა გაჩიანი, 5 არის იმპორტირებული, აქედან 4 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. 2 არის სამედიცინო პერსონალი. 1 შემთხვევაზე კონტაქტების და წყაროს მოკვლევა გრძელდება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.


რაც შეეხება, ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში 39 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.


„დაგვემატა 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთლდა 2. დღეის მონაცემებით 39 დადასტურებული შემთხვევა გახლავთ ჩვენ ცენტრში. 3 ახალი შემთხვევიდან 2 იმპორტირებულია, ერთი კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან. კვლავ რჩება 2 მძიმე პაციენტი“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი