სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მაშველია ჩართული

25 Jul 2020 15:38

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ტერიტორიის მონიტორინგი დრონების საშუალებით ხორციელდება.


13 წლის მოზარდს სვანეთის გარდა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც ეძებენ.


როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ოჯახის ინფორმაციით, 13 წლის მოზარდი სახლიდან ველოსიპედით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.


შეგახსენებთ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში 13 წლის მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა.



კომენტარები:

ფართი შოპი