თურქეთის საგარეო უწყება: საბერძნეთმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მტრული დამოკიდებულება თურქეთის მიმართ

25 Jul 2020 15:43

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ჰამი აკსოის განცხადებით, აია-სოფიას მორწმუნეებისთვის გახსნაზე გამოხატული რეაქციით საბერძნეთმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მტრული დამოკიდებულება ისლამისა და თურქეთის მიმართ.


მისივე თქმით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საბერძნეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრების მტრულ განცხადებებს, ისევე როგორც თურქეთის დროშის დაწვის ფაქტს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში.


ცნობისათვის, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გამო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა თურქეთი გააკრიტიკა და „პრობლემის შემქმნელი“ უწოდა.


შეგახსენებთ, გუშინ, 86 წლის შემდეგ პირველად, აია-სოფიაში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა ჩატარდა, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრო. მედიის ინფორმაციით, გუშინვე საბერძნეთში მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა აქცია გამართეს და აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება გააპროტესტეს, დემონსტრანტების ერთმა ჯგუფმა კი ქალაქ სალონიკში თურქეთის დროშა დაწვა.



კომენტარები:

ფართი შოპი