დონალდ ტრამპი: აშშ-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის მარაგის 90 პროცენტი შეისყიდა

25 Jul 2020 15:49

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის მარაგის 90 პროცენტი შეისყიდა. საუბარია „რემდესივირზე“, რომელიც „კოვიდ-19“-ის მკურნალობისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მედიკამენტია.


მანამდე, აშშ-ის მიერ „რემდესივირის“ მსოფლიო მარაგის თითქმის სრულად შესყიდვის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა „გარდიანმა“ გაავრცელა. ჟურნალისტების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ კალიფორნიული კომპანია „გილეადისგან“ წამლის 500 ათასი დოზა შეისყიდა. ეს გახლავთ კომპანიის მიერ ივლისში წარმოებული მედიკამენტის მარაგის 100 პროცენტი და აგვისტოსა და სექტემბერში დაგეგმილი წარმოების 90 პროცენტი.


„რემდესივირი“ თავდაპირველად ებოლას სამკურნალოდ შექმნეს, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის კორონავირუსის წინააღმდეგაც ეფექტიანად მოქმედებს.




კომენტარები:

ფართი შოპი