უკრაინაში ბოლო თვის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

25 Jul 2020 16:58

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი 1 106 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო თვის განმავლობაში ეს ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. 


აბსოლუტური რეკორდი კი ქვეყანაში 26 ივნისს დაფიქსირდა, როცა COVID-19-ის დიაგნოზი 1 109 პაციენტს დაუსვეს. ჯამში უკრაინაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 63 929-მდე გაიზარდა.


რაც შეეხება გარდაცვლილებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 19 პაციენტი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 590-ს შეადგენს.



კომენტარები:

ფართი შოპი