ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

25 Jul 2020 20:15

ერთიანი ეროვნული გამოცდები სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდა. ჩატარდა ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს ნაშრომების გასწორების პროცესი და შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.


გამოსაცდელები საკუთარი შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ გამოქვეყნებისთანავე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე.


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 94%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი - გამოსაცდელთა 78%-ზე მეტი.



კომენტარები:

ფართი შოპი