დავით ჭიჭინაძე: იყო დაპირება, რომ სესხების გადავადება ადამიანებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა, სტატისტიკა სხვას აჩვენებს

25 Jul 2020 20:46

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნის“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ კომერციული ბანკების წმინდა მოგებასა და მათ შემოსავლებზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ჭიჭინაძის თქმით, 2020 წლის ივნისის მონაცემებით, ბანკებმა ადამიანებისგან და ეკონომიკიდან დაახლოებით 400 მილიონი ლარი ამოიღეს, აქედან 127 მილიონი წმინდა მოგებაა.


„ხელისუფლება დაპირებას იძლეოდა, რომ სამი თვით გადავადდებოდა ზოგადად ყველა სესხი და ადამიანებს ექნებოდათ ამოსუნთქვის საშუალება ამ პანდემიის პირობებში, სტატისტიკა აბსოლუტურად სხვა რაღაცას აჩვენებს. ივნისში ჩვენი მოსახლეობის ჯიბეებიდან და ჩვენი კომპანიებიდან ამოღებული არის დაახლოებით 400 მილიონი ლარის ოდენობის თანხა“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.


მისივე თქმით, 2018 წელს ე.წ. განულებული სესხები კერძო ფინანსური კომპანიების ხელში აღმოჩნდა, რომლებიც ხალხს ატერორებენ.


„რაც შეეხება იმ დანაპირებს, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიცა, „ქართულმა ოცნებამ“ თითქოსდა ჩამოაწერა მოსახლეობას ვალები, ფინანსურმა კომპანიებმა იყიდეს ეს ვალები დღეს ხალხს ატერორებენ. საკმაოდ გაუგებარია, თუ მოხდა ამ ვალების ჩამოწერა, როგორ აღმოჩნდა, ეს ვალები ამ ამომღებ კომპანიებთან“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.



კომენტარები:

ფართი შოპი