პრინცესა დიანას პირადი წერილი აუქციონზე გაიყიდება

25 Jul 2020 21:14

პრინცესა დიანას პირადი წერილი აუქციონზე გაიყიდება. 


წერილი 1991 წლის 27 ივნისითაა დათარიღებული, პრინცესა დიანამ ის თავის მეგობარს, დადლი პოპლაკს მისწერა. დიანამ წერილი თავისი 30-ე დაბადების დღემდე 4 დღით ადრე დაწერა.


„საინტერესოა, რას მომიტანს შემდეგი ათწლეული. ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. მადლობას გიხდი ჩემი ფოტოებისა და სიყვარულისთვის“, - წერდა პრინცესა დიანა.


აღსანიშნავია, რომ 1991 წლის 1-ელ ივლისს დიანას 30 წელი შეუსრულდა, ერთ წელიწადში ის პრინც ჩარლზს დაშორდა, 1996 წელს კი მათ განქორწინება ოფიციალურად გააფორმეს.

 


წყარო - imedinews.ge




კომენტარები:

ფართი შოპი