დონალდ ტრამპი: ხელი მოვაწერე კანონს, რომლითაც მედიკამენტების ფასები მცირდება

25 Jul 2020 21:34

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „Twitter"-ზე მის მიერ მიღებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით წერს, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში მედიკამენტების ფასები საგრძნობლად შემცირდება.


„გუშინ ხელი მოვაწერე ზომებს, რომლებიც პრეპარატების ფასებს ხშირ შემთხვევაში 50%-ზე მეტით შეამცირებს. აქამდე მსგავსი რამ ვერ ხერხდებოდა, რადგან „ბიგ ფარმა“, მისი უზარმაზარი გავლენის მეშვეობით, ამას არ უშვებდა. ძვირად ღირებული ინსულინის მაღალი ფასი ახლა ძალიან დაბალია. ეპი-პენების გაბერილი ფასი  უაღრესად შემცირდა. ასეთი რამ ჩვენს მოქალაქეებს ჯერ არ უნახავთ, განსაკუთრებით კი, ხანდაზმულებს. დაიმახსოვრეთ თქვენი საყვარელი პრეზიდენტი“, – წერს ტრამპი.



კომენტარები:

ფართი შოპი