პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შესახებ ახალ ბიოგრაფიულ წიგნს გამოსცემენ

25 Jul 2020 22:02

დიდ ბრიტანეთში ახალი ბიოგრაფიული წიგნი გამოიცემა, რომელიც მეგან მარკლისა და პრინც ჰარის სამეფო ოჯახთან დაშორების მიზეზებს განმარტავს. 


წიგნის Finding Freedom („თავისუფლების ძიებაში“) ავტორები ომიდ სკობიე და კეროლინ დიურანდი არიან. ისინი სასექსეის ჰერცოგის და ჰერცოგინიას და სამეფო ოჯახის სხვა წევრებს შორის ურთიერთობაში მზარდ დაძაბულობას აღწერენ. წიგნიდან რამდენიმე ამონარიდი დღეს ბრიტანულ პრესაში დაიბეჭდა.


ტექსტის მიხედვით, სამეფო ოჯახი წყვილის გლობალურ პოპულარობას საფრთხედ აღიქვამდა, რადგან შიშობდნენ, რომ ისინი უფრო ასაკოვან წევრებს დაჩრდილავდნენ. ავტორები მეგან მარკლის და პრინც უილიამის მეუღლე კეიტ მიდლტონს შორის უთანხმოებაზეც წერენ და აღნიშნავენ, რომ წყვილის სამეფო ოჯახის წევრების რანგში ბოლო ღონისძიებაზე მიდლტონი მარკლს არც კი გაესაუბრა. წიგნის სრული ვერსია ბრიტანეთში 11 აგვისტოს გამოვა.




კომენტარები:

ფართი შოპი