ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა მოსახლეობას „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მერობის კანდიდატი იოსებ ქარუმაშვილი და საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა. წარდგენას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და გურჯაანის მაჟორიტატი დეპუტატი დავით სონღულაშვილი ესწრებოდნენ.
სამხარაულმა ისაუბრა იმ პოზიტიურ ცვლილებებსა და წარმატებებზე, რასაც ქვეყანამ ბოლო წლების მანძილზე მიაღწია და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ბევრი რამ გაკეთდა ინფრასტქუქტურის მოწესრიგების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის განვითარების, ინტელექტუალური რესურსის გამოყენების, თუ სხვა მიმართულებით. ეს კონკრეტული, განხორციელებული პროექტებია დაგებული გზების, გაზიფიცირებული სოფლების, გასარწყავიანებული ფართობების და ბევრი სხვა სახით. დაწყებულ საქმეს გაგრძელება სჭირდება. ჩვენ გვჭირდება კანდიდატი, რომელსაც ზუსტად ეცოდინება რა სჭირდება მოსახლეობას და ამ საჭიროებებიდან გამომდინარე ეფეტურად ემსახურება ახმეტის რეგიონს. რომელიც ყოველდღიურ შეხებაში იქნება კონკრეტულ პრობლემებთან და მნიშვნელოვან საკითხებს მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაჭრის. სოსო ქარუმაშვილს აქვს როგოც ბიზნესის, ასევე, საჯარო სამსახურში მუშაობის კარგი გამოცდილება. სოსო ახმეტელია და მისთვის ძირეულად ნაცნობია რეგიონის პრობლემები.გუნდთან ერთად, ის შეძლებს ყველა კრიზისულ გარემოებასთან გამკლავებას. გამოცდილება მას მისცემს საშუალებას ინტენსიურ რეჟიმში გაიცნოს, თავი მოუყაროს და მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რაც პირდაპირ კავშირშია ახმეტის რეგიონის განვითარებასთან“- განაცხადა გელა სამხარაულმა.
ასე გამოიყურება ახმეტის მუნიციპალირტეტის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთა სია:
- ახმეტა-არჩილ შათირიშვილი
- ჯოყოლო-თამაზ ბორჩაშვილი
- დუისი - რამაზ ბაღაკაშვილი
- ხალაწანი - მაგდანა ალხანაშვილი
- საკობიანო- რევაზ გახუაშვილი
- მატანი- ვაჟა სუხოშვილი
- ქისტაური- ალექსი მაილაშვილი
- ზ.ხოდაშენი- თამაზ წითელაური
- ოჟიო- ამირან ნახუცრიშვილი
- ქვ.ალვანი-იური მრელაშვილი
- თუშეთი- ანზორ ხიზანაიძე
- კასრისწყალი- ნოდარ ხააძე
- ზ.ალვანი- ლევან ითიურიძი
- შახვეტილა- ლევან უძილაური
- მაღრაანი- დავით იმერლიშვილი
- ახმეტა ნუგზარ ალავიძე