ჰეიკო მაასი: დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნებას არ დავუშვებ!

27 Jul 2020 11:56

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა ადგილობრივ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნებას არ დაუშვებს. 



„რუსეთთან ურთიერთობა ამჟამად გართულებულია, მაგრამ ვიცით, რომ გვჭირდება რუსეთი, რათა გადავჭრათ კონფლიქტები სირიაში, ლიბიასა და უკრაინაში. ეს ვერ იმუშავებს რუსეთის წინააღდეგ, ეს მხოლოდ რუსეთთან ერთად იქნება შესაძლებელი. თუმცა რუსეთმაც უნდა გადადგას ნაბიჯები, რაც უკრაინაში ძალიან ნელა მიმდინარეობს. დიდ შვიდეულს და დიდ ოცეულს გონივრულად კოორდინირებული ფორმატები აქვს, ჩვენ არ გვჭირდება დიდი 11 ან დიდი 12“, – განაცხადა ჰეიკო მაასმა.



აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდ შვიდეულში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაბრუნების იდეა წამოაყენა. რუსეთი დიდი შვიდეულიდან 2014 წელს, უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსიის შემდეგ გაირიცხა.




კომენტარები:

ფართი შოპი