აშშ-ში კორონავირუსის 55 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

27 Jul 2020 12:40

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 55 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში სულ ინფიცირების 4 344 923 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 146 935 ლეტალური აღმოჩნდა.



ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-ში „კოვიდ-19“-ით 470 პაციენტი გარდაიცვალა. 


პანდემიის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების მიხედვით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.




კომენტარები:

ფართი შოპი