რამდენად დაიცვა ქართულმა მედიამ ჟურნალისტური ეთიკის ნორმები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გაშუქების დროს

27 Jul 2020 13:10

როგორ გააშუქა ქართულმა მედიამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე - „იმედის კვირა“ დაინტერესდა რამდენად შეესაბამება ჟურნალისტის ეთიკის აღიარებულ სტანდარტებს ჟურნალისტების მუშაობა.



მგლოვიარე მშობლების კადრი, სამწუხაროდ, უკლებლივ ყველა მედიის საინფორმაციო გამოშვების პირდაპირ ეთერში მოხვდა და მათ შორის იყო ტელეკომპანია „იმედიც“. თუმცა მომდევნო საინფორმაციო გამოშვევებში ეს კადრები აღარ განმეორებულა.



მედიაექსპერტი შორენა შავერდაშვილი მიიჩნევს, რომ პირდაპირ ეთერში იმის ჩვენება თუ როგორ იგებს მამა შვილის გარდაცვალების ამბავს მიუღებელია.



„მე მაქვს ასეთი განცდა, ძალიან უხეში შედარებაა და განზოგადებას ვაკეთებ, რა თქმა უნდა, როგორც სვავები დასტრიალებენ ხოლმე თავზე ლეშს, დაახლოებით აი ამ სვავის როლშია მედია და ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან სამწუხარო. მხოლოდ ჟურნალისტურ ეთიკაზე კი არ ვლაპარაკობ, ეს არის არაადამიანური. და ძალიან სამწუხაროა, რომ მერე ამ არაადამიანობის გამართლება ხდება იცით რითი? რომ მაყურებელს სანახაობა უნდა“, - ამბობს შავერდაშვილი.



ამასთან, პულიცერის ცენტრის განმარტება თუ რა პრინციპებსა და ეთიკის ნორმებს უნდა ეყრდნობოდეს მედია, როცა ამ სიმძიმის მასალებზე მუშაობს, ასე ჟღერს:



„ჟურნალისტებმა უნდა მოახდინონ ზიანის მინიმიზაცია საკუთარ რეპორტინგში, თანაგრძნობითა და მგრძნობელობით უნდა მოეპყრან მათ, ვისზეც შესაძლოა რომ გავლენა იქონიოს ახალი ამბების გაშუქებამ. ეს განსაკუთრებით რელევანტურია, როდესაც ხდება იმ ადამიანთა ინტერვიუების ან ფოტოების გამოყენება, რომლებსაც ტრაგედია გადახდათ ან მწუხარებაში არიან და როდესაც ხდება იმ ტიპის ინციდენტების გაშუქება, რომელიც სექსუალური ხასიათის დანაშაულს მოიცავს“.



პროფესიონალ ჟურნალისტთა საზოგადოების სახელმძღვანელოში კი ასეთ ფრაზებს ამოვიკითხავთ:


  • ჟურნალისტებმა უნდა შეძლონ ბალანსი საზოგადოებისადმი ინფორმაციის საჭიროებასა და პოტენციურ ზიანის თუ დისკომფორტს შორის. ახალ ამბებზე მუშაობა არ წარმოადგენს ლიცენზიას ქედმაღლობის ან შეუფერებელი აგრესიისათვის.


  • ჟურნალისტებმა უნდა გამოიჩინონ თანაგრძნობა მათ მიმართ, ვისაც შესაძლოა ზიანი მიადგეს ახალი ამბების გაშუქებით.


  • გააცნობიერეთ, რომ ადამიანებს აქვთ უფრო მეტი უფლება აკონტროლონ პირადი ინფორმაცია ვიდრე საჯარო პირებს ანდა სხვებს, რომლებიც ძალაუფლებას ეძიებენ




კომენტარები:

ფართი შოპი