„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ახმეტის მუნიციპალიტეტში იოსებ ქარუმაშვილი სოფელ კასრისწყალის, მატანისა და ქისტაურის მოსახლეობას შეხვდა პრობლემები განიხილა და მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. საკითხები, რომლის მოგვარებასაც მოსახლეობა ითხოვს ძირითადად სოფლის ინფრასტრუქტურას უკავშირდება, მათ შორის, მოუწესრიგებელ გზებს, წყლითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას.
ქარუმაშვლმა ისაუბრა რეგიონული პოლიტიკის მიმართულებებზე და სახელმწიფო მხარადაჭერაზე, რომელიც უკავშირდება არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და მის შემდგომ განვითარებას, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ადგილებზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობას.
კანდიდატის განმარტებით, ამ მიმართულებებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, გაზრდილია დაფინანსება სამელიორაციო და საირიგაციო სისტემების განვითარებისათვის, ასევე, სოფლის მეურნეობის პროგრამებისთვის. მნიშვნელოვანადაა გაზრდილი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული თანხების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა.
„სოფლების განვითარებას ჩვენ ქვეყნის განვითარებასთან ვაკავშირებთ. არის პოლიტიკურ ნება, მაგრამ თქვენთან თანამშრომლობის გარეშე მას ვერ ექნება შედეგი. ნებისმიერი გადაწყვეტილება უკავშირდება ის წყლის პრობლემას, გაზიფიცირებას, გზას თუ სხვა, უნდა გადაიჭრას მხოლოდ თქვენთან შეთანხმების საფუძველზე. დღეს გვაქვს შესაძლებლობები და უფრო მეტი პასუხისმგებლობა და მონდომებაა საჭირო პროცესში ჩასართავად“- განაცხადა ქარუმაშვილმა.განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.