თენგიზ ცერცვაძე: ნაადრევად ნუ ჩავთვლით რომ ყველაფერმა ჩაიარა

27 Jul 2020 13:31

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ახალი შემთხვევების მინიმალური ზრდა, ექიმებისა და სახელმწიფო ვერტიკალის მიერ ეფექტური საპასუხო ზომების მიღებაზე მეტყველებს.



ცერცვაძის განცხადებით, ნუ მივეცემით ზედმეტ თავდაჯერებას, ნაადრევად ნუ ჩავთვლით რომ ყველაფერმა ჩაიარა.



„ის რომ საქართველოში, პრაქტიკულად ყველა შეზღუდვის მოხსნის შემდეგ თითქმის არ გაიზარდა ახალი შემთხვევების რაოდენობა, ან მინიმალურად გაიზარდა, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ექიმებისა და სახელმწიფო ვერტიკალის მიერ გატარებული საპასუხო ზომები არა მარტო დროული, ეფექტიანი ადეკვატური იყო და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს, არამედ ეს საპასუხო ზომები მდგრადი აღმოჩნდა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი