გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან. პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს გახდება ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მათ შორის მაჟორიტარი კანდიდატებისა და იმის თაობაზეც, დატოვებს თუ არა ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“.
გაერთიანების დატოვების შესახებ თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ საერთო გადაწყვეტილება მიიღეს და ყველა მოვლენა საერთო საქმისკენ, სამომავლოდ დიდი გაერთიანებისკენ არის მიმართული.
„ჯერჯერობით მაჟორიტარებთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. მე კი ვიცი, რომ საბურთალოს რაიონში ვიყრი კენჭს. ჩვენ მივიღეთ საერთო გადაწყვეტილება ,ყველამ ერთად, რომ თუ რამე მოვლენას ექნება ადგილი, ეს იქნება მხოლოდ დიდი, საერთო საქმისთვის, სამომავლოდ დიდი გაერთიანებისთვის და არავითარ შემთხვევაში დაშლისთვის“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.