ბაზრობებზე ინტენსიური „პისიარ“ ტესტირება იგეგმება

27 Jul 2020 15:08



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მაღალი მობილობიდან გამომდინარე, ბაზრობებთან დაკავშირებით მეტი ყურადღებაა საჭირო.



„მოგეხსენებათ, ბაზრობაზე ყველაზე მაღალია მობილობა, ყველაზე მაღალია ადამიანთა მისვლა-მოსვლა. ამიტომ საჭიროა, მეტი ყურადღება ბაზრობებზე. გამკაცრებულია ყველა ბაზრობაზე თერმოსკრინინგი, გამკაცრებულია დისტანცირება, სანიტარული წესები. როგორც გითხარით, ყველაზე დიდ ბაზრობაზე, ლილოში მიმდინარეობს ინტენსიური „პისიარ“ კვლევები და ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის კვლევები განვახორციელოთ ყველა ბაზრობაზე. ხაზს ვუსვამ, ბაზრობები ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მომატებული რისკის ზონებია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი