ამირან გამყრელიძე: მეტი ყურადღება გვმართებს!

27 Jul 2020 15:16



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს და დამშვიდების საფუძველი არ არსებობს.



„არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ განგაში ან პანიკა გამოვაცხადოთ. ეს ციფრები მართვადია, მაგრამ მეტი ყურადღება გვმართებს. დაუშვებელია ოდნავ მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა. დაუშვებელია, ჩვენ არ ვატაროთ პირბადე, არ დავიცვათ დისტანცია, არ დავიმუშაოთ ხელები და თავი არ ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი