ეკატერინე დგებუაძე: პანდემიის პირობებში სკოლებმა ღირსეულად დაასრულეს სასწავლო წელი

27 Jul 2020 15:22

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან და „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ ადგილობრივ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.



მინისტრის მოადგილემ მათთან ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. დგებუაძემ ვრცლად ისაუბრა განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე და ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ კონკრეტულ პროექტებს შეეხო. მან სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მასწავლებელთა შეკითხვებს უპასუხა.



მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების პირობებში, სკოლებმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ყველა სიახლე დანერგეს, დაძლიეს გამოწვევები და ღირსეულად დაასრულეს სასწავლო წელი, რისთვისაც მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.





კომენტარები:

ფართი შოპი