ამირან გამყრელიძე: სამწუხაროდ, ერთი კვირის განმავლობაში, სამედიცინო პერსონალის 14 ინფიცირება გვაქვს

27 Jul 2020 16:00



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირების ზრდის დინამიკა შეინიშნება.


„დღეის რიცხვით სულ გვაქვს კოვიდინფექციის 1137 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. დღეს დილის 9 საათისთვის დადასტურდა ექვსი ახალი შემთხვევა. ერთი გახლავთ დადასტურებულთან კონტაქტი, ოთხი შემთხვევაა იმპორტირებულია, ძირითადად საკარანტინო სივრცეებიდან. ერთი შემთხვევა გაჩიანის კლასტერს უკავშირდება. ზოგადად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში გვაქვს შემთხვევების ზრდის დინამიკა. 20-26 ივლისის ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში ერთად არის 98 შემთხვევა. აქედან 22 გახლავთ გაჩიანთან დაკავშირებული შემთხვევები, 14 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 13 იმპორტირებული. იმპორტირებულებს შორის იყვნენ ასევე სატვირთო ავტომანქანების მძღოლები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.



ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, ჯამში კვლევის შედეგად, სატვირთო ავტომობილის 92 მძღოლი იქნა იდენტიფიცირებული, რომელსაც ინფექცია დაუდასტურდა.



„ლილოს და ზოგადად გაჩიანთან კონტაქტირებულები გამოვლენილი გვყავს 14. ამავე დროს, ერთი კვირის განმავლობაში, სამწუხაროდ, გვაქვს სამედიცინო პერსონალის 14 ინფიცირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი