გიორგი ვოლსკი: მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საერთო სიაში არ უნდა იყოს

27 Jul 2020 16:41



პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საერთო სიაში არ უნდა იყოს. 



„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, იგი წინასაარჩევნო ძალისხმევისა და ფორმატების ხელმძღვანელია, თუმცა, გადაწყვეტილებების მიღება ჯგუფურად ხდება. ბიძინა ივანიშვილს თავისი პოზიციები გააჩნია, მაგრამ ჩვენს შორის სხვაობა არ არსებობს, როცა საკუთარ პოზიციებს ვიცავთ. რა საკვირველია, საერთო აზრამდე მისვლა და საერთო აზრის ჩამოყალიბება თავმჯდომარის ვალდებულებაა. თუ დაპირისპირებული მოსაზრებები არსებობს, საერთო დასკვნამდე რომ მივიდეთ, მისი ვალდებულებაა, რომ ამაზე იზრუნოს. რაც შეეხება პირველ ნომერს, რამდენიმე კანდიდატურაა და ჯერ ამ თემებზე საუბრისგან თავის შეკავება გადავწყვიტეთ. გვაცადეთ, აგვისტოს განმავლობაში ვისაუბრებთ”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.





კომენტარები:

ფართი შოპი