ოლივიე ვერანი: საფრანგეთში კორონავიურსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება

27 Jul 2020 17:32




საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოლივიე ვერანის განცხადებით, საფრანგეთში კორონავიურსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება. 



„ბოლო დღეებში ვირუსის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი გაუთანაბრდა იმ პერიოდის მონაცმებს, როდესაც საფრანგეთში ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. ვხედავთ, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი მკვეთრად იზრდება, არადა ბოლო 13 კვირაა, ინფიცირებულთა რიცხვი იკლებდა“, – განაცხადა ოლივეი ვერანმა.



მისივე თქმით, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ახალი ინფიცირებულების უმეტესობა ახალგაზრდაა. ამის გამო, ოლივიე ვერნმა მოუწოდა ახალგაზრდა მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია და სიფრთხილე გამოიჩინონ.



„უსიმპტომო პაციენტების რაოდენობა მზარდია. განსაკუთრებით ეს პარიზის რეგიონს ეხება. ახალგაზრდება არც კი იციან, რომ ინფიცირებულები არიან“, – განაცხადა ოლივიე ვერანმა.





კომენტარები:

ფართი შოპი