ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბატონმა ჯუმბერმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა, რომ საერთოდ გამოძიება აწარმოოს სამხარეომ და ითხოვს, საქმე გადაეცეს სამინისტროს ან ნებისმიერ სხვა ორგანოს, რომელიც უფრო კომპეტენტური და სამართლიანი იქნება.
„შევხვდით განყოფილების უფროსს და გამომძიებელს. ბატონმა ჯუმბერმა თავისი პოზიცია უთხრა. ბოლო ჩვენება ბლოკნოტთან დაკავშირებით მივეცით. ეს იყო ჩვენი საბოლოო პოზიცია, მაინც მათ წესიერებას აღარ შევეხეთ“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.