გიგი უგულავა: არ გვინდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კარი დავუხუროთ

27 Jul 2020 18:30


„არ გვინდა, რომ კარი დავუხუროთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.



„თუ ისინი შეიცვლიან თავიანთ პოზიციას უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში, შემოგვიერთდნენ, კვლავ გავაგრძელოთ და სწრაფად დავასრულოთ ეს პროცესი. 


მინდა, ვთხოვო, მოვუწოდო ჩვენს კოლეგებს სხვა პარტიებიდან, უახლოეს დღეებში, უახლოეს მომავალში გავაგრძელოთ და დავასრულოთ კონსულტაციები, შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე, რომლებიც საქართველოს რეგიონებში იასპარეზებენ. მინდა, მადლობა გადავუხადო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, თბილისის შემთხვევაში, თანამშრომლობისთვის. ხაზს ვუსვამ, ესაა უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი და ამას უნდა დაეყრდნოს საერთო ოპოზიციური კოორდინაცია“, - განაცხადა გიგი უგულავამ.




კომენტარები:

ფართი შოპი