გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

27 Jul 2020 19:55

პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განმარტა, თუ რის საფუძველზე მიიღო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება.


მისი თქმით, სასამართლომ გაითვალისწინა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.


„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და 11 ბრალდებული დატოვა პატიმრობაში. რაც შეეხება საფუძველს, ეს არის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. იყო სხვა რიგი გარემოებები, რაც იძლეოდა ამის საფუძველს“, – განაცხადა პროკურორმა.


რაც შეეხება დაკავებული ირაკლი წაქაძის განცხადებას, დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ ბრალდებულს არ განუმარტია, რაში გამოიხატებოდა ნაწილობრივ აღიარება.


„არავინ არ აღიარა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ ნაწილობრივ აღიარებდა, თუმცა რაში გამოიხატებოდა ეს ნაწილობრივ აღიარება, შემდეგ ამაზე არ უსაუბრია. დამატებითი კითხვები დაისმება გამოძიების მიერ. სასამართლო არ არის ის ადგილი, სადაც ხდება გამოძიების ეტაპზე მოწმის გამოკითხვა. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა სეულყოფილი თანამშრომლობა გამოძიებასთან, რასაც ამ დროისთვის ადგილი არ აქვს“, – განაცხადა პროკურორმა.


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი დღეს სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პროცესის მიმდინარეობისას შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა ირაკლი წაქაძემ განაცხადა, რომ ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება.




კომენტარები:

ფართი შოპი